თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა გახსნა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ახალი სკოლა გახსნა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

„ხუცუბანში 350 მოსწავლეზე გათვლილი სამსართულიანი სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განთავსებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

ქობულეთში ასევე დასრულდა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო სკოლის ტერიტორია, ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი“, - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს ღირსეული პირობები.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, აჭარაში, ბოლო წლების განმავლობაში, აშენდა 35 საჯარო სკოლა, სასწავლო კორპუსი და სპორტული დარბაზი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 130 საჯარო სკოლას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 საჯარო სკოლის მშენებლობა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ მიულოცეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა