მიხაილ როთი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა გერმანიის საელჩოში მიმდინარეობს. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება.

„მიხაილ როთი ქართველი ხალხის გამორჩეული მეგობარი და ჩვენი ევროპული დღის წესრიგის აქტიური მხარდამჭერია. დღეს, ჩვენ, ოპოზიცია ვალდებული ვართ, ქვეყნის ევროპული დღის წესრიგი განახლდეს და არჩევნების შემდეგ, 27 ოქტომბრიდან ევროპული ინტეგრაციის პროცესი დავიწყოთ. სწორედ ამაზე გვექნება მთავარი აქცენტი, კოალიცია როგორ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში და როგორი მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ამ ამოცანის განხორციელებაში",-განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს