შალვა პაპუაშვილი კატარის მრჩეველთა საბჭოში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კატარის სამეფოს საკანონმდებლო ორგანოში - მრჩეველთა საბჭოში (მეჯლის ალ-შურა) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მზარდ კავშირებს, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.

პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა მეგობრობის ჯგუფებს შორის დადებითი კონტაქტები, რაც ორმხრივი ვიზიტებითაც გამოიხატა.

„მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე, რაც საპარლამენტო ურთიერთობებს დამატებით ბიძგს მისცემს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და კატარის სამეფოს როლს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების პროცესში.

კატარის მხარემ შალვა პაპუაშვილი კატარის სამეფოში მიიწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე