ფოთში 130 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ქალაქ ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 130 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო როგორც შიდა ინფრასტრუქტურა ასევე გარე სივრცე. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 3 885 000 ლარი შეადგინა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარით.

,,მიხარია, რომ ირაკლი ხახუბიას ჩართულობით დაწყებული, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება წარმატებით დასრულდა. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ახალი საბავშვო ბაღი ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ბექა თორიამ დაათვალიერეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს