ბექა ლილუაშვილი - ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ამიტომ შეხვედრასთან დაკავშირებით მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მზად არის ხვალ, ორბელიანების სასახლეში შეხვდეს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს.

როგორც ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ ყოველთვის პატივს სცემდა პრეზიდენტს, ამიტომ მის მოწოდებას გაითვალისწინებენ.

„ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ეს არ არის ჩვენ და პრეზიდენტს შორის ახალი პოზიცია, ამიტომ მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ. შეხვედრასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოწოდება ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, შეხვედრასთან ერთად მზად არიან თუ არა წინსაარჩევნოდ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთან“ გაერთიანდნენ, ლილუაშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტის მოწოდება მხოლოდ შეხვედრასთან დაკავშირებით იყო და არა გაერთიანებასთან.

„ჩვენ დღეს, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, ეს იყო შეხვედრასთან დაკავშირებული მოწოდება“,- აღნიშნა ლილუაშვილმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ "მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის" გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს. პრეზიდენტი ,,ძლიერი საქართველოს" და ,,გახარია საქართველოსათვის" წარმომადგენლებს 15:00 საათზე ელოდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს