ანა დოლიძე - პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა შევდივართ საკმაოდ მწვავე ეტაპზე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განმარტებით, ამ ეტაპზე კოალიციას გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, არის თუ არა მზად, რომ გიორგი გახარიას გუნდთან გაერთიანდეს.

ანა დოლიძემ პრეზიდენტის განცხადება შეაფასა და განაცხადა, რომ პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდთან რაიმე სახის ფორმალური მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, ანა დოლიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ამ პროცესში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უდიდესი როლი აქვს.

"პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა შევდივართ საკმაოდ მწვავე ეტაპზე და მისი როლი სტაბილურობის, მშვიდობის, ოპოზიციის მხარდაჭერის, გამხნევების და მშვიდი ცვლილებების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ანა დოლიძე განმარტავს, რომ "გახარია საქართველოსთვის" გუნდთან ასეთი სახის მოლაპარაკებების დასაწყებად ან გასაერთიანებლად დაბრკოლება არ არსებობს.

"კვლევებს თუ შევხედავთ, განსაკუთრებით ბოლოს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ჩამოყალიბდა 4 ცენტრი. ჩანს, რომ ჩვენ ვლახავთ ბარიერს და ვაკომპლექტებთ შემდეგ მთავრობას. ამ ცენტრებში ცალ-ცალკე მოიაზრება "ძლიერი საქართველო" ჩვენი მონაწილეობით და ასევე, ცალკე მოიაზრება გახარიას პარტია. თუმცა, როგორც მამუკა ხაზარაძემ ერთხელ განაცხადა, პირადი რაიმე დაბრკოლება ამ მოლაპარაკებებისთვის არ არსებობს, გაერთიანებისთვისაც არ არსებობს, მთავარი კითხვა არის, მოიტანს თუ არა ეს გაერთიანება უფრო დიდ ეფექტს, ვიდრე დღეს გვაქვს. მახასიათებლები ჩვენს ორ შემადგენლობას აბსოლუტურად განსხვავებული აქვს. დღეს გვაქვს ჩვენ მოცემულობა-4 ცენტრი გვყავს, 4 ცენტრი ვიგებთ არჩევნებს და ვაკომპლექტებთ მთავრობას. თუ არსებობს რაიმე მონაცემები, რომელიც გვაჩვენებს, რომ კიდევ უფრო დიდი ეფექტის მიღწევა შეიძლება ამით, მაშინ ეს განსახილველია",- განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ყველა ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება კოალიციის შემადგენლობაში იქნება მიღებული.

"პირადი პრობლემა არავის მხრიდან არ არსებობს. ჩვენ დღეს უკვე გვაქვს მოცემულობა კვლევებით, რომ 4 ცენტრია, რომელიც იგებს არჩევნებს და აკომპლექტებს მთავრობას. თუ რაიმე განსაკუთრებული მონაცემები არსებობს, რომ კიდევ არის რაიმე დამატებით საჭირო, მზად ვარ, მეც მოვისმინო",-განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ორბელიანების სასახლეში ელოდება მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის დაუყოვნებლივ გამართვისთვის. პრეზიდენტი ,,ძლიერი საქართველოს" და ,,გახარია საქართველოსათვის" წარმომადგენლებს 15:00 საათზე ელოდება.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ