ანა დოლიძე - არის რეალური შანსი, უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრი გავხდეთ, ერთადერთი, რამაც ეს ყველაფერი შეიძლება გააჩეროს, არადემოკრატიულად, წნეხის ქვეშ ჩატარებული არჩევნებია

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთთან დღევანდელი შეხვედრის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ შესაძლოა, საქართველოში არადემოკრატიულად ჩატარებულმა არჩევნებმა ევროინტეგრაციის პროცესი შეაფერხოს.

როგორც დოლიძემ მიხაილ როთთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გერმანია საქართველოს დასავლურ კურსს მხარს უჭერს.

"კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ საქართველოს წინაშეა უნიკალური შესაძლებლობა, დაიწყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები. არის რეალური შანსი, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის ოჯახის წევრი გავხდეთ. ერთადერთი, რამაც ეს ყველაფერი შეიძლება გააჩეროს, ეს არის არადემოკრატიულად, წნეხის ქვეშ ჩატარებული არჩევნები. ეგ გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს ამომრჩევლამდე უნდა მივიტანოთ. ეს იყო შეხვედრის მთავარი გზავნილი", - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ გერმანია საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს მხარს უჭერს.

"გერმანიის მონაწილეობა სადამკვირვებლო მისიაში, რა თქმა უნდა, იქნება. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ კურსს და დასავლეთთან საქართველოს დაახლოება კითხვის ნიშნის ქვეშ არის საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო", - განაცხადა დოლიძე

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს