პირველკლასელთა რეგისტრაციის საკითხზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პირველკლასელთა რეგისტრაციის საკითხზე რეგულირების ზეგავლენის შეფასებას (RIA) ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკითხზე მუშაობის პროცესში სამუშაო ჯგუფმა გასვლითი შეხვედრა გამართა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც საკითხთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების, ასევე საბიუჯეტო ოფისისა და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ბაია კვიციანის განცხადებით, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, მიზნობრივ ჯგუფებთან 10 შეხვედრა გაიმართა. მასში როგორც დიდი, ასევე პატარა ქალაქების, დაბებისა და სოფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ განათლების ექსპერტები, რესურს-ცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და მოსწავლეთა მშობლები. ასევე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიების განათლებაზე პასუხისმგებელი პირები. ამასთანავე, წერილობითი ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თვითმმართველი ქალაქებისგან", - განაცხადა ბაია კვიციანმა.

მისივე თქმით, ჩატარებული სამუშაო პროცესის შედეგად, ჩართულ მხარეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმული მოსაზრების საფუძველზე, კონკრეტული ტენდენციები გამოიკვეთა.

დოკუმენტის შემუშავების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის ოქტომბერი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია