აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, მილერი ლაგაზაური, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა

აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ.

„დღევანდელი ქმედება საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგებისა და და მთავარი ოფიციალური პირების მცდელობების შესახებ, თავიანთი მიზნების მისაღწევად ძალადობა და დაშინება გამოიყენენონ, ჩვენს შეშფოთებას ხაზს უსვამს. აშშ კვლავ ერთგული რჩება იმის მიმართ, რომ მათ, ვინც ქართველი ხალხის უფლებების შელახვას ცდილობს, პასუხისმგებლობა დააკისროს“, - განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრედლი სმიტმა.

ოთხივე პირის წინააღმდეგ სანქციები „აღმასრულებელი ბრძანების - 13818“-ის შესაბამისად დაწესდა, რომელიც „გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს“ ეფუძნება და მიზანში იმ პირებს იღებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებლები.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა