„თავისუფლების მოედანი“ - ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე კოალიციაში - „ძლიერი საქართველო“  მიიღება ერთობლივად, ოთხივე წევრის მიერ

კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ გაერთიანებული მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც მოძრაობის მიმართვაშია აღნიშნული, ნებისმიერი გადაწყვეტილება კოალიციაში ერთობლივად, ოთხივე წევრის მიერ მიიღება.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე კოალიციაში - „ძლიერი საქართველო“ - მიიღება ერთობლივად ოთხივე წევრის მიერ.

„თავისუფლების მოედნის“ პოზიციას განსაზღვრავს ჩვენი წევრების და მხარდამჭერების ღირებულებები და ინტერესები. ჩვენ წარმოვადგენთ პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის რუსული გავლენის საწინააღმდეგოდ.

ჩვენს მხარდამჭერებს ეს ბრძოლა ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ - რეზინის ტყვიების, მომწამლავი აირისა თუ ხელკეტების პირისპირ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება“, - ნათქვამია „თავისუფლების მოედნის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებისთვის მიიწვია. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ორივე მხარე შეძლებს გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლისთვის მეტ სიცხადეს, გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ