თინა ბოკუჩავა - სახაზინო დეპარტამენტის სანქციები არის მკაფიო გაფრთხილება აშშ-ის მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ

[სანქციები] არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის, ფინანსური აქტივების გაყინვით , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" და მისი მოადგილის მილერი ლაგაზაურის, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილმა უნდა გაიაზროს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ბოდიშს მტრის წინაშე არ იხდის, როგორც ის, რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროინტეგრაციის გზა .

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები დასავლეთშია, ამიტომ მასზე მსგავსი სანქციების დაწესება არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დაუდგეს.

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დააკისრა „ქართული ოცნების“ ორ მაღალჩინოსანს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, რომელსაც საზოგადოება იცნობს, როგორც „ხარება“ და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.

საზოგადოებას კარგად ახსოვს „ხარებად“ ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის სისასტიკე „რუსული კანონის“ აქციების დარბევისას, პირადად მისი მონაწილეობით და დავალებით სპეცრაზმელები უმოწყალოდ უსწორდებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქეებს და პოლიტიკურ ლიდერებს. სწორედ, ზვიად ხარაზიშვილი მონაწილეობით და მისი უშუალო დავალებით გაუსწორდნენ ფიზიკურად, უმძიმესი ფორმით ლევან ხაბეიშვილს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დააკისრა ასევე პრორუსული ჯგუფის ალტ-ინფოს ლიდერებს ზურაბ მახარაძეს და კონსტანტინე მორგოშიას ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის და ძალადობის წახალისებისთვის.

აღნიშნული ფინანსური სანქციები განხორციელდა ე.წ. მაგნიცკის გლობალური აქტის ფარგლებში, რომელიც თავისთავად პრეზიდენტი ტრამპის 2017 წლის აღმასრულებელ განკარგულებას ეყრდნობა.

ეს არის მკაფიო გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირადად ივანიშვილის მიმართ, რომ თავისუფლების მოყვარე, ევროპული მისწრაფებების მქონე ქართველი ხალხის მიმართ ძალადობა ისჯება საქართველოს მეგობრების მხრიდან და ისჯება მკაცრად, მათ შორის ფინანსური აქტივების გაყინვით.

ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები დასავლეთშია და მასზე მსგავსი სანქციების დაწესება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება ივანიშვილს დაუდგეს.

ეროვნული ბანკის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა არ დაექვემდებაროს ამგვარ ფინანსურ სანქციების კი სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს მთელი ქვეყნის ფინანსური სისტემას.

ასე რომ, ივანიშვილმა ისევე უნდა გაიაზროს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ბოდიშს მტრის წინაშე არ იხდის, როგორც ის რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი არის ევროინტეგრაციის გზა და რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები უნდა ჩაატაროს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, არჩევნებმა უნდა ასახოს ქართველი ხალხის ნება, ეს არის მისი ფინანსური აქტივების გადარჩენის ერთადერთი გზა.

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი არჩევანს ევროპულ კეთილდღეობაზე გააკეთებს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი