ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მის მთავრობას რუსეთისთვის რაკეტები არ გადაუცია

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, მის მთავრობას რუსეთისთვის რაკეტები არ გადაუცია.

„შესაძლოა, რომ მიწოდება წარსულში მოხდა, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მას შემდეგ რაც მე თანამდებობა დავიკავე, რუსეთისთვის ასეთი გადაცემა არ მომხდარა“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, თეირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის საპასუხოდ, აშშ-მა ირანის მთავარ ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა.

რუსეთმა და ირანმა ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა