ეკა ბესელია ხაზარაძისა და გახარიას პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე -  დრო უნდა იყოს გამოყენებული გადაწყვეტილებისთვის - კეთილგანწყობა და  დარბილებული ფონი, რაც გამოჩნდა, დადებითი სიგნალის მატარებელია

პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და დააგვიანდა გადაწყვეტილებას, - ასე ეხმაურება პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომ ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ "მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის" გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს.

როგორც ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პრეზიდენტის დღევანდელი მოწოდება ნიშნავს იმას, რომ პროცესი ამომრჩევლისთვის უნდა იყოს გასაგები და მხარდაჭერილი.

„პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არ ნიშნავს, რომ პროცესი ახლა დაიწყო. ეს ნიშნავს უფრო ცხადად იმას, რომ პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და დააგვიანდა გადაწყვეტილებას. დრო, რომელიც ძალიან ცოტა დარჩა არჩევნებამდე და კიდევ უფრო ცოტა დარჩა 26 სექტემბრამდე, როდესაც იწურება საპარლამენტო კანდიდატების წარდგენის ვადა. ეს დრო უნდა იყოს გამოყენებული სწრაფად, გადაწყვეტილებისთვის.

პრეზიდენტის დღევანდელი მოწოდება ნიშნავს იმას, რომ პროცესი ამომრჩევლისთვის უნდა იყოს გასაგები, მისაღები და მისი მხრიდან მხარდაჭერილი. საზოგადოების განწყობა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ინდიკატორია და განმსაზღვრელია, უნდა იგრძნობოდეს ამ პროცესში.

ყურადღებით ვაკვირდებოდი პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ პირველ გამოხმაურებებს. პატარა სამდურავივით ისმოდა, რომ საჯაროდ რატომ გააკეთა პრეზიდენტმა ეს განცხადება და ჯერ ორ სუბიექტს შორის უნდა მოხდეს ეს მოლაპარაკება. ორ სუბიექტს შორის მოლაპარაკებას ვინ უშლიდა ხელს? ეს აქამდეც ხომ შეიძლებოდა? რომ გაიწელა დროში, რომ გახანგრძლივდა და ვერ მოხდა აქამდე, ამიტომ იყო ეს საჯარო მოწოდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ მხარეები რაციონალურად შეხედავენ პროცესს ორივე გაერთიანებიდან.

„კეთილგანწყობა და დარბილებული ფონი, რაც ცალკეულ კომენტარებში გამოჩნდა, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალის მატარებელია. ეს აჩენს შესაძლებლობას, რომ მეტად დაახლოვდეს ის ფლანგი, რომელზედაც ხშირად ვსაუბრობ. როდესაც ოცნების“ დაკარგული ამომრჩეველი ამდენად გაიზარდა და ჯერ კიდევ ფიქრობს, ვის მიცეს ხმა და არ არის ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული, ვის მისცეს ხმა, ბოლო კვლევები ამას ადასტურებს, ე.ი. მიხმარება უნდა ამ პროცესს. ვინ, თუ არა პრეზიდენტი არის ის ადამიანი, რომელსაც ახლა ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს, ყველაზე დიდი გავლენა აქვს, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია აქვს. ამ პროცესს ხედავს, რაღაც უფრო მეტია გასაკეთებელი და შრიდან ხომ არ უნდა უყუროს?“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია