აშშ-მა ტაივანისთვის 228 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანიშნულების სათადარიგო ნაწილების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტაივანისთვის 228 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სათადარიგო ნაწილების, მათ შორის ავიაციისთვის განკუთვნილი ნაწილების, შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა.

სათადარიგო ნაწილების დაბრუნება, შეკეთება და გადაზიდვა ამერიკის სამთავრობო მარაგიდან განხორციელდება. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ტაივანის სამხედროებს არ გაუჭირდებათ ამ ტექნიკის შეიარაღებულ ძალებში ათვისება.

ტაივანის არმიაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას ჩინეთის მიერ ნაცრისფერ ზონაში შეჭრის ფონზე.

„ჩინელი კომუნისტების რუტინულმა ნაცრისფერ ზონაში შეჭრამ შეზღუდა საწვრთნელი სივრცე და რეაგირების დრო ჩვენს საჰაერო სივრცესა და საზღვაო ზონებში. თვითმფრინავის ნაწილებისა და აქსესუარების დაბრუნება - შეკეთება ხელს შეუწყობს საჰაერო ძალების სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების აღჭურვილობის საბრძოლო მზადყოფნისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ტაივანის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და იარაღის მიმწოდებელია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება