„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 17 სექტემბერს, ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური მილი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებენ.

მათივე ცნობით, დაზიანების სირთულიდან გამომდინარე ტექნიკური სამუშაოები 17 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 17 სექტემბერს, დღის 12:00 საათიდან 18 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ხიზაბავრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ბოჭორიშვილის, მარსელის, ჯანჯღავას, ჩიქვანაიას ქუჩებს, ჩიხებს და შესახვევებს, ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, რევოლუციის, ხანძთის, ბაღნარის ქუჩებს.

სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დემეტრე თავდადებულის, ხევძმარის ქუჩა N4, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ხიზანბარელის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის და გამარჯვების ქუჩებს; ანდრონიკაშვილის II შესახვევს; გაზის, ავჭალა 2-ის და ცენტოლიტის დასახლებებს;

ავჭალა 1-ში: გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის, ბრონშტეინის ქუჩებს, ჩიხებს და შესახვევებს;

მუხიანის I და II მიკრორაიონებს, III მიკრორაიონის N17-22 კორპუსებს, IV ა მიკრორაიონის N1-7 კორპუსებს, მარესლის, გობრონიძის ქუჩას და ჩიხებს; ზღვის უბნის III მიკრორაიონის კვარტლებს (გარდა მე-3 მ/რ-ს 1-ლი კვარტლის 1, 8, 9, 18, 19, 20, 21, 22 კორპუსებისა).

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა