გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს განხორციელების გამო, 19 სექტემბერს, ჩოჩონას გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, საგურამო -ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 106,0-108,0 კილომეტრებს შორის სარემონტო სამუშაოებს განხორციელების გამო, 19 სექტემბრის 09:00 საათიდან 16:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება ჩოჩონას გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს შეუწყდებათ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, ბუნებრივი გაზის მიწოდება აღნიშნულ დროებში შეუწყდებათ ხაშურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს - ჩოჩონა, წაღვრი, ყობი, ბროლოსანი, ტყორცა, წეღვერსა და კლდისწყაროს.

„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო -ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 106,0-108,0 კილომეტრებს შორის სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით მ/წ 19 სექტემბრის 09:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ჩოჩონას გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ჩოჩონა, წაღვრი, ყობი, ბროლოსანი, ტყორცა, წეღვერსა და კლდისწყაროს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე