ირაკლი ზარქუა - ამათი სანქციები უკვე კომიკურ ხასიათს იღებს - თუ ქართველობის დაცვის გამო უნდა დაგვასანქცირონ, დაე, იყოს ასე! ჩვენ ქართველები ვართ, ამით ვერავინ შეგვაშინებს

ამათი სანქციები უკვე კომიკურ ხასიათს იღებს - თუ ქართველობის დაცვის გამო უნდა დაგვასანქცირონ, დაე, იყოს ასე! ჩვენ ქართველები ვართ, ამით ვერავინ შეგვაშინებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ აშშ-ის სანქცირების ახალ პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არ იცის, თავად არის თუ არა დასანქცირებულთა სიაში.

„ამათი სანქციები უკვე კომიკურ ხასიათს იღებს. ვის ასანქცირებენ? მე ვარ თუ არა დასანქცირებული ვერ გავიგე, ვერ ჩამოყალიბდნენ. ჩვენი ოჯახის წევრები, ზოგი კოლეგა იყო ამერიკაშიც, ევროპაშიც, მეც გახლდით, არავინ არ არის დასანქცირებული. არ გამოვრიცხავ ზუსტად ანალოგიური მიდგომა ჰქონდეთ აქაც. არ ვიცი, ერთმანეთს ატყუებენ თუ რა. თუ ქართველობის დაცვის, ჩვენი ინტერესების დაცვის გამო [უნდა] დაგვასანქცირონ, დაე, იყოს ასე! ამას არ შევუშინდებით! ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენ ამით ვერავინ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რასაც ვაკეთებთ. ვიცავთ მართლმადიდებლობას, ქართველობას და ჩვენს ადათ-წესებს. უთავმოყვარეოები, უპრინციპოები და "ჩახდილები" ეგერ არიან და დაიცავით“, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე“ 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ბლინკენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით კვლავ შეშფოთებულია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს