ირაკლი კობახიძე -  სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას საფრთხე არ შეექმნას

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის იმისათვის, რომ ყოველ ჯერზე მივიღოთ მაქსიმალურად კარგად გააზრებული და სწორი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ქვეყანაში ეკონომიკის და ბიზნესის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ეკონომიკის, ბიზნესის განვითარება არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული პრობლემები მოვაგვაროთ, აღმოვფხვრათ სიღარიბე და უმუშევრობა, ხელი შევუწყოთ ადამიანების დასაქმებას. მომავალშიც, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი კომუნიკაციისთვის. ნებისმიერ დროს ღია ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის და ნებისმიერი საკითხის განსახილველად. მთავარია 3 ფაქტორი, რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებისთვის. ეს არის, პირველ რიგში, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, მეორე - ბიზნესის თავისუფლება და მესამე - მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ეს სამივე ფაქტორი თანაბრად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას არ შეექმნას რაიმე საფრთხე“, - განაცხადა პრემიერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის