ირაკლი კობახიძე - მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ

მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერეთი მთავარი გასაღები იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობის დარღვევამ უკრაინისთვის მძიმე შედეგები მოიტანა.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას. თქვენ ნახეთ, მშვიდობის დარღვევამ რა შედეგები მოიტანა უკრაინისთვის. მხოლოდ პირველივე წელს 30%-იანი ეკონომიკური რეცესია ჰქონდა ამ ქვეყანას და თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა სოციალური ცვლილებები გამოიწვია ამ ყველაფერმა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ასევე, მართალია, მოლდოვა უშუალოდ არ არის ომში ჩართული, მაგრამ ომმა უშუალო გავლენა მოახდინა მოლდოვის ეკონომიკაზე. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 9 მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ 2,5 მლრდ დოლარით გაიზარდა სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერეთი მთავარი გასაღები იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. საკითხებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესისთვის შექმნილ გარემოს, ბიზნესის თავისუფლებას, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფორმატები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად