ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს, მთავარია, გავუფრთხილდეთ დღეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ზრდის ძალიან კარგი ტემპია.

„ეს ყოველთვის ასე არ იყო. 2012 წლის შემდეგ, ჩვენ გამოვიარეთ 2 კრიზისული პერიოდი. პირველი პერიოდი უკავშირდებოდა უკრაინის პირველ ომს, 2015-2016 წლები იყო საკმაოდ რთული ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის, იყო სავალუტო კრიზისი, რასაც მოჰყვა სერიოზული ეკონომიკური სირთულეები და მაშინ დოლარში ჩვენი ნომინალური ეკონომიკა შემცირდა კიდეც. ამას დაემატა, მოგვიანებით, 2020 წელს კოვიდთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეებით, ეკონომიკის 6.5%-ით შემცირება. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ისეთი სურათი, რომ 2012-დან 2020 წლის ჩათვლით, ნომინალური ეკონომიკა დოლარში შემცირდა კიდეც, რაც გამოწვეული იყო მთელი რიგი გლობალური ფაქტორებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2021 წლიდან ეკონომიკა განსხვავებული ტემპით ვითარდება.

„წინა 3 წლის განმავლობაში, 2021-2022-2023 წლებში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპმა შეადგინა 9.7%. წლევანდელი პირველი 7 თვის მაჩვენებელიც არის ანალოგიური, 9.7%, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რისთვისაც ყველა პირობა არსებობს. მთავარია, გავუფრთხილდეთ იმ არსებულ მდგომარეობას, რომელიც დღეისათვის არის მოცემული ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია