გერმანია უკრაინის დახმარებისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანია უკრაინის დახმარებისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა.

ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას ფინანსურ დახმარებას ზამთარში გაუწევს.

„რუსეთი ზამთრის ომს კიდევ ერთხელ გეგმავს, რომლის მიზანია ის, რომ უკრაინაში ადამიანების ცხოვრება რაც შეიძლება საშინელი გახდეს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა