გურამ მაჭარაშვილი - ხაზარაძის და გახარიას პოლიტიკური ქორწინების მაჭანკლობა ზურაბიშვილს დაავალეს - შვილები თანახმა არ არიან, თუმცა მშობლებმა უცხოეთში გადაწყვიტეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაქორწინდეს

გუშინ გამოაგორეს სალომე ზურაბიშვილი და ათქმევინეს, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ლანძღავდა გახარიას, ხოლო გახარია - ხაზარაძეს, აუცილებელი იყო ამ ბავშვების პოლიტიკური ქორწინება და ამის მაჭანკლობა დაავალეს ზურაბიშვილს - შვილები თანახმა არ არიან, თუმცა მშობლებმა უცხოეთში გადაწყვიტეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაქორწინდეს, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანება ვერ მოხდება და ისინი ხმებს დაკარგავენ.

„მინდა გაგახსენოთ ჩვენი - „ხალხის ძალის“ წერილი, რომელიც გამოვაქვეყნეთ ამ წლის 10 ივნისს. ვამბობდით, რომ უცხოური ძალა აუცილებლად დაინახავდა, რომ ბარიერის გადალახვის შანსი „ნაცმოძრაობის“ გარდა სხვას არ ექნებოდა და აუცილებლად მოინდომებდა, რომელიმე პოლიტიკური ფიგურებისა და პარტიების შერწყმას, რათა როგორმე გადაელახათ 5%-იანი ბარიერი. ეს აღსრულდა გუშინ, საზოგადოებამ დაინახა, რომ გამოაგორეს სალომე ზურაბიშვილი და ათქმევინეს, მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ლანძღავდა გახარიას, ხოლო გახარია - ხაზარაძეს, აუცილებელი იყო ამ ბავშვების პოლიტიკური ქორწინება და ამის მაჭანკლობა დაავალეს სალომე ზურაბიშვილს. მოუხედავად იმისა, რომ შვილები თანახმა არ არიან, მშობლებმა უცხოეთში გადაწყვიტეს, რომ ეს პოლიტიკური ძალა უნდა დაქორწინდეს. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე. რა თქმა უნდა, ესეც არ გამოუვათ იმიტომ, რომ ხმას ორივე აუცილებლად დაკარგავს. გახარიას მომხრე ხედავს, რომ ხაზარაძის გარდა იქ კიდევაა სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობიდან“, ალეკო ელისაშვილი და ა.შ. და პირიქით. ამას ჩვენ ვნახავთ 26 ოქტომბერს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა