„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ისაკაძის N12-ის, პეკინის N33ა და N35-ის მცხოვრებლებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილა ყურადღება.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა პეკინისა და ისაკაძის ქუჩის მაცხოვრებლებთან. ვისაუბრეთ მათ ადგილობრივ საჭიროებებზე, დავსახეთ გეგმები თუ როგორ გადავჭრათ ისინი, ასევე, ვისაუბრეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის შევინარჩუნოთ მშვიდობა.მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით შევიდეთ ევროპაში,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

პეკინზე შეხვედრას ასევე ესწრებოდა - გიგა ოჩხიკიძე, რომელმაც 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს