გიორგი ამილახვარი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი” გახსნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამჟამად განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული რეფორმები, რომლის მიზანია მოამზადოს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიციური კადრები. კერძოდ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს განათლების ყველა საფეხურზე დაფინანსების მოდელის დახვეწაზე, მათ შორის პრიორიტეტული პროგრამების გადახედვასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააუმჯობესებს განათლების მთლიან ეკოსისტემას საქართველოში.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა ხაზი ასევე გაუსვა პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ განათლების სექტორმა კარი მაქსიმალურად უნდა გაუხსნას ბიზნეს სექტორს, რაც კიდევ უფრო

მეტად შეუწყობს ხელს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრებმა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა