მამუკა მდინარაძე მიხეილ როთზე - ვიღაც გათხოვილია თუ გამოთხოვილია, ეს არ გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ ეს ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, ქართველი ხალხის არჩევანს და ქართულ ეკლესიას

ვიღაც გათხოვილია თუ გამოთხოვილია, ეს არ გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ ეს ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, ქართველი ხალხის არჩევანს და ქართულ ეკლესიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვად უპასუხა.

მისი თქმით, თუკი ასეთი ხალხის იმედზეა ჩვენი ოპოზიცია, აქაც სრულ ლუსტრაციასთან გვაქვს საქმე.

„მისი პირადი ცხოვრება არავინ აინტერესებს. ის, რაც კონკრეტულ ქვეყანაში დაშვებულია ჩვენთან აკრძალულია და ეს გასაგებია. ვიღაც გათხოვილია თუ გამოთხოვილია, ეს არ გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ ეს ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, ქართველი ხალხის არჩევანს და ქართულ ეკლესიას და ბოდიშის მოხდის ნაცვლად კვლავ შეურაცხყოფით პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს. აქედან გამომდინარე, თუკი ასეთი ხალხის იმედზეა ჩვენი ოპოზიცია, აქაც სრულ ლუსტრაციასთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ რაც არ უნდა მეგობარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი იყოს, ზევიდან ქვევით ვერავის ვაყურებინებთ საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ სამშობლოზე, საკუთარ ხელისუფლებაზე, საკუთარი ხალხის არჩევანზე. ცოტა დააკვირდნენ, რას ლაპარაკობენ ჩვენი სახელმწიფოს და ქართული ეკლესიის მიმართ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია