ნინო წილოსანი -  ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ჩემპიონები გახდნენ „ნაცსექტანტებისთვის“ შეტევის, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევის ობიექტები, ასეთია უშინაარსო და ავის მოსურნე ადამიანების რეალური სახე

„ქართული ოცნება“ გამარჯვებასთან და წარმატებასთან ასოცირდება, ამის დასტურია საარჩევნო სიის ოცეულში ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ჩვენი გუნდის ყველა სხვა დანარჩენი წევრი საკუთარი წარმატების ისტორიებით. თუმცა ზუსტად ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ჩემპიონები გახდნენ „ნაცსექტანტებისთვის“ შეტევის, ბოღმის, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევის ობიექტები. ასეთია უშინაარსო და სხვისთვის ავის მოსურნე ადამიანების რეალური სახე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ის გამონათქვამები გაიხსენა, რომლითაც ოპოზიციის წარმომადგენლები მოიხსენიებენ წარმატებულ სპორტსმენებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ გვერდით დგანან.

„რომ დავფიქრდეთ, რამხელა შრომის და ბრძოლის ფასად აქვთ ამ ადამიანებს მიღწეული თავიანთი გამარჯვება, მაშინ როდესაც, სალომე სამადაშვილის და ალეკო ელისაშვილისნაირებისთვის ერთი პარტიიდან მეორეში გადახტომაც კი საკმარისია, რომ დარჩნენ პოლიტიკაში. მაგალითად, ძველი არამზადებისთვის ახლის დარქმევა თითქოს უცოდველად დაბადებას ნიშნავს. მაგალითად, „ანა ხალხისთვის“ ყველაზე ბინძური კაპიტალისტების დაჯგუფებაში გადავა, მისთვის ეს უფრო მორალურია, ვიდრე ნაბრძოლი და ნაშრომი სპორტსმენების პოლიტიკაში შემოსვლა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, მანიაკური გადახრების ადამიანებისთვის ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ოლიმპიური ნაკრების „გადავლა“ დიდი სიამოვნება აღმოჩნდა.

„დაბრუნებით, "ტრიუმფალური გამარჯვებით“ გვექადნებიან. ნეტა თავად თუ სჯერათ ამ ყველაფრის როდესაც ცოდვილობით აკოწიწებენ 5%-ზე მეტს. იმდენად ამორალურად მიმდინარეობს მთელი მათი გადაჯგუფების პროცესი, რომ გახარია - "ლელოს“ გაერთიანებას ველოდებით სულმოუთქმელად. ქვეყნის სიყვარულში რომ ვერ გვეჯიბრებიან ეს უკვე დეკლარირებულად აქვთ გაცხადებული, თუმცა ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაში ერთმანეთს ტოლს რომ არ უდებენ, ეს უკვე ტრაგედიაა“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მისივე თქმით, ისტორიულად ხშირად ყოფილა ქვეყნის ღალატი და ორპირობა, მაგრამ მაინც საქართველოს გაუმარჯვია.

„რადგან გმირები გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე მოღალატეები და სწორედ ასეთი გმირი იქნება თითოეული თავის ბიულეტენთან 26 ოქტომბერს, რომელიც ქვეყნის ჯიჯგნას და მავნებლობაში დახელოვნებულ ადამიანებს დაასრულებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია