საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰონგ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, თამარ ლომინაძე და თამარ წერეთელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი) ზურაბ გუდავაძე და სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მარიკა ზვიადაძე და ნინო ჟიჟილაშვილი უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ჰონგ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯის (Hong Kong Chu Hai College) პროფესორს, ოლექსანდრ როგაჩის (Oleksandr Rogach) და ასოცოცირებულ პროფესორს, ოლექსანდრ პიდჩოსას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მითივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰონგ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სტუ-ის ვიცე-რექტორის, თამარ ლომინაძის თქმით ორ უმაღლესს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ სასწავლო აქტივობებს, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, მეცნიერების, მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის ვიზიტებსა და გაცვლით პროგრამებს. ასევე, მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ჰონგ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯი ჩაატარებენ ერთობლივ ღონისძიებებს, ერთობლივად განახორციელებენ პროექტებს და ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით საერთაშორისო ღონისძიებებს ჩაატარებენ.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო და ჰუმანიტარული მიმართულებების უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლა. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის, ჰონგ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია. ჰონგ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯთან მემორანდუმის ფარგლებში არაერთი სასწავლო აქტივობა დაიგეგმება, მემორანდუმი ხელი შეუწყობს საერთაშორისო გაცვლის შესაძლებლობებს HKCHC-ის სტუდენტებისთვის სხვადასხვა ინიციატივების მეშვეობით“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, ჰონგ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯი ჩინეთში რანჟირებით 519-ე ადგილზეა და მოიცავს ინჟინერიის, ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის მეცნიერების ფაკულტეტებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე