პრემიერი - ხაზარაძე გახარიას „თვალთხარიას“ უწოდებდა და გახარია ხაზარაძეს - „თაღლითს“ - როცა ასეთი პოლიტიკოსები ერთიანდებიან, ნიშნავს იმას, რომ აქვთ ნული დამოუკიდებლობა - რასაც გარედან ეტყვიან, თავში რასაც ჩაუკაკუნებენ, იმას აკეთებენ

სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია უკვე აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის - რაც შეეხება ხაზარაძისა და გახარიას გაერთიანებას, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ორივე პარტიას უჭირს ბარიერის გადალახვა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ლელოსა და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიების გაერთიანების შესაძლებლობასა და ამ პროცესში პრეზიდენტის როლზე საუბრისას აღნიშნა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციაში უწერია ზეპარტიულობა და ის ცალსახად იღებს მონაწილეობას წინასაარჩევნო აგიტაციაში, ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა არც ერთი კრიტიკული განცხადება, რაც ზოგიერთი დამკვირვებლის მიკერძოებას უსვამს ხაზს.

სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია უკვე აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ნაბიჯ-ნაბიჯ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებას, მათ შორის, როდესაც პირდაპირ არის ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში, ესეც არის კონსტიტუციის დარღვევა. სხვათა შორის ეუთო/ოდირმა ასეთი აქტები კონკრეტულ ქვეყანაში შეაფასა როგორც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, თან ისეთ ქვეყანაში, სადაც კონსტიტუციაში პირდაპირ არ უწერია პრეზიდენტს, რომ უნდა იყოს ზეპარტიული, მაგრამ საუბარი იყო კონსტიტუციის სულისკვეთებაზე. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, ეს, მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ერეოდეს საარჩევნო პროცესებში, ეს არის, ბუნებრივია, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, თუმცა დღემდე არ მოგვისმენია არც ერთი კრიტიკული განცხადება ამასთან დაკავშირებით, რაც ცალკეული დამკვირვებლების მიკერძოებაზე მეტყველებს, ბუნებრივია.

რაც შეეხება ხაზარაძისა და გახარიას გაერთიანებას, ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ორივე პარტიას უჭირს ბარიერის გადალახვა - გახარიას პარტიას საერთოდ არავითარი შანსი არ აქვს, „ლელო“ არის ახლოს საარჩევნო ბარიერთან, მაგრამ „ლელოც“ არის რისკის ქვეშ. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვიღაცამ გარედან შეიძლება ერთმანეთს გაუერთიანოს ორი პოლიტიკოსი, რომელიც ერთმანეთს უწოდებდა, შეგახსენებთ, „თაღლითს“ და „თვალთხარიას“. ხაზარაძე უწოდებდა გახარიას "თვალთხარიას" და გახარია უწოდებდა ხაზარაძეს „თაღლითს“ და როდესაც 2 ასეთი პოლიტიკოსი ერთიანდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ ნული დამოუკიდებლობა - რასაც გარედან ეტყვიან, თავში რასაც ჩაუკაკუნებენ, ჟარგონზე რომ ვთქვათ, იმას აკეთებენ. ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის”, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი