მაკა ბოჭორიშვილი - დღეს ქართული ოპოზიციური ფლანგი სრულად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ არის მონოპოლიზებული, რომელმაც ქართველ ხალხს რეპრესიული მექანიზმებით მართვით დაამახსოვრა თავი

ქართველი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით ოპოზიციის მხრიდან ევროკავშირის თემაზე ბევრი ტყუილი გვესმის, ბევრი მანიპულაციაც, მაგრამ უფრო შემაშფოთებელი ის არის, რომ ევროკავშირის საკითხით სპეკულირება არა მხოლოდ ქართული ოპოზიციის მხრიდან ხდება, არამედ თვალსაჩინოა ამ პროცესში გარე ძლების მოურიდებელი ჩართვა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ეს იმდენად უხეში ფორმებით კეთდება, რომ ზოგიერთი უცხოელი ე.წ. მეგობრის საქციელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ დღეს საქართველოში არჩევნებში ჩარევა და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობა”.

„საქართველო ევროპული ქვეყანაა, ქართველი ხალხი ევროპელი ერია და ჩვენ ევროკავშირისკენ სწრაფვას ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია განაპირობებს, რომელიც ძირითადად სწორედ, ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლის ისტორიაა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ფაქტი არის ის რომ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღეს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულად იზიარებს ევროპულ ფასეულობებს, დემოკრატიის პრინციპებს, რომლისთვისაც ქართველი ხალხის ინტერესი და ხმა არის ყველაზე მთავარი.

„ფაქტი არის ის, რომ დღეს ქართული ოპოზიციური ფლანგი სრულიად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მონოპოლიზებული. იმ ძალის მიერ, რომელმაც ქართველ ხალხს თავი დაამახსოვრა რეპრესიული მექანიზმებით მართვით. იმ ძალის მიერ, რომლისთვისაც ეროვნული ინტერესი და ღირსება უცხო ცნებებია და ქართველი ხალხის ინტერესი და ხმა არაფრად მიაჩნია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ეს არ არის ცარიელი სიტყვები და ამ სიტყვების უკან დგას სტატისტიკა.

„თუ არ გინდათ ჩვენი სიტყვები დაიჯეროთ მიმართეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მის მონაცემებს. ციფრები გეტყვიან რატომ არ აქვს ქართულ ოპოზიციას არაფერი საერთო ევროპულ ფასეულობებთან და რატომ არ შეიძლება მათი ყალბი პროევროპელობის დაჯერება. ციფრები გეტყვიან როგორ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ უსამართლო ბრძოლაში, მრავალი ხელისშემშლელი ბარიერის მიუხედავად, ებრძოლა სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის, არ შეშინებოდა კრიტიკას, მაშინ როდესაც საქმე სამართლის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვას ეხება. ფაქტები გეტყვიან იმასაც, რომ „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში ერთგულება არ აქვს დასამტკიცებელი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნისთვის 2013-14 წლებში და არც მისი შესრულების ასეთი წარმატება, რაც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი.

„არც ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა იყო საჩუქარი ევროკავშირის მხრიდან. ესეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაუღალავი შრომის შედეგად გატარებული რეფორმების შედეგია. არც ჩვენი სამხედროების საერთაშორისო მისიებში, წინა ხაზებზე მსახური იყო უბრალო ჟესტი. ესეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოვლინება გახლდათ, ვმდგარიყავით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდით. არც ეკონომიკური განვითარების ეს შედეგები არის ციდან ჩამოვარდნილი. ესეც „ქართული ოცნების“ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და 12-წლიანი მშვიდობიანი მართვის შედეგია. არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის მხოლოდ ევროკავშირის დროშის ფრიალით მიღებული ისტორიული შედეგი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის წინსვლა უფრო მარტივი იქნებოდა, რომ არა „სწორედ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახით წარმოდგენილი ქართული ოპოზიციის დაუღალავი და დაუნდობელი ბრძოლა ქართული სახელმწიფოს და მისი ინტერესების წინააღმდეგ“.

„აქაც ფაქტებს შეხედეთ, ვინ არწმუნებდა საერთაშორისო პარტნიორებს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ საქართველოსთვის, ვინ ებრძოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან, ვინ აბრალებს საკუთარ ხელისუფლებას პრორუსობას და ვინ ქმნის ამ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების საფრთხეს მუდმივად. ეს არის რეალობა. ამას ამბობენ ფაქტები. როგორც არ უნდა ეცადოთ ოპოზიციური ფლანგის გაკეთილშობილებას, რთული იქნება ქართველი ხალხის უმრავლესობის შეცდომაში შეყვანა. ამიტომ ერთხელ მაინც ენდეთ ქართველი ხალხის არჩევანს ისე, რომ უადგილო და უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემაში და სიმართლის მტკიცებაში ნუ დაგვაკარგვინებთ ძვირფას დროს. ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ არავინ დააყენოს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ