პრემიერი „ფორმულას“ ინფორმაციაზე - ეს იაფფასიანი შანტაჟის მცდელობაა - უნდათ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია, რომ თუ საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, დაისჯება საზოგადოება

ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა - უნდათ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში, დაისჯება საზოგადოება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „EU-ში მიღწეულია შეთანხმება უვიზოს შეჩერებაზე დემოკრატიის უკუსვლის კვალდაკვალ“.

კობახიძის განცხადებით, ასეთ შანტაჟს მკაფიო პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს.

„რეალურად არ ვიცი, ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა - უნდათ, ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში, დაისჯება საზოგადოება - ეს არის მესიჯი. ამ მესიჯს ავრცელებს ტელეკომპანია „ფორმულა“. ეს არის რაღაც იაფფასიანი შანტაჟი, რომელსაც ფასი ვერ ექნება საარჩევნოდ, ქართული საზოგადოება ასეთ შანტაჟს კიდევ უფრო მკაფიო პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს.“-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები