ირაკლი კუპრაძე ხაზარაძე-გახარიას შეხვედრაზე - მნიშვნელოვანი იყო, არსებობდეს მონახაზი, თანამშრომლობის რა შესაძლებლობა არსებობს - თუ ეს შესაძლებლობა იარსებებს, კოალიციის შექმნისკენ იქნება მიმართული

მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას შეხვედრის შესახებ კონკრეტულ საკითხებს ვერ მოგახსენებთ, მოლოდინზეც ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩანდეს „ძლიერი საქართველოს“ მხრიდა,ნ არის ის მზაობა, რომელიც გამოხატულია მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომ ეს კონტაქტი და კომუნიკაცია შემდგარიყო, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, გახარია-ხაზარაძეს შორის შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილია მამუკა ხაზარაძე. შეხვედრა ამჟამად მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის. ეს არის პირველი კომუნიკაცია და კონსულტაცია, აქამდე მსგავსი კომუნიკაცია არც ფიზიკური შეხვედრის და არც ალტერნატიული მეთოდებით არასდროს ყოფილა. მოლოდინებზე ფიზიკურად ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სანამ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით მოხდებოდა რაიმე ტიპის შეხვედრა, მანამდე არსებობდეს კონკრეტული მონახაზი მზაობების, მოცემულობების შესახებ, თანამშრომლობის, რა შესაძლებლობა არსებობს. თუ ეს შესაძლებლობა იარსებებს, შემდეგ თანამშრომლობის რა პირობები, გარანტიები არსებობს ხელისუფლების ცვლილებისკენ და პროდასავლური კოალიციური ხელისუფლების შექმნისკენ იქნება ეს ყველაფერი გადადგმული. ამას შეეხება ეს შეხვედრა. დანარჩენი შეხვედრის შემდგომ გვეცოდინება“, - განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარა საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო. იქამდე გახარია-ხაზარაძე პირისპირ შეხვედრას მართავენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება