„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისში, ზემო ფონიჭალში N28-ე კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატის თქმით, არსებულ ტერიტორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.

„პროექტის ფარგლებში, ახალი ატრაქციონები დამონტაჟდა. ასევე, არსებულ სივრცეში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, ბილიკები და განათების სისტემა მოეწყო და სკამები და ურნები დაიდგა“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი - ლევან ჯაფარიძე კრწანისის რაიონის გამგებელი - ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილე - საბა პატაშური.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა