მიხაილ როთი სალომე ზურაბიშვილზე - თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით! - ის ნამდვილი გმირია

თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

„თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით! ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა სიღრმისეული საუბრისთვის. სალომე ზურაბიშვილი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტია. ის ნამდვილი გმირია!“, - წერს მიხაილ როთი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა