ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი - ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და  მაკროეკონომიკური მდგრადობა

ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია იმ ფონზე, როდესაც ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩამოსცდა მიზნობრივ დონეს, ხოლო მიმდინარე წელს 7 თვეში, მისი მაჩვენებელი, დაახლოებით, 1%-ზე დაბალია.

„მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის, საჭიროა სტაბილური ბიზნესგარემო, მაკროეკონომიკური მდგრადობა, ვალუტის სტაბილური კურსი, რაც ასევე, აისახება ინვესტიციების მოცულობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია სტაბილური პოლიტიკური სიტუაციის შენარჩუნება ქვეყანაში”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგები სახეზეა - ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებულია სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები, ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზრდილია დასაქმების მონაცემები. როგორც მან აღნიშნა, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის