„ძლიერი საქართველო“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ბოდიშის მოხდის შესახებ წაახალისა საქართველოს სახელმწიფოსა და ერთიანობის წინააღმდეგ მოქმედი ძალები

სწორედ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ბოდიშის მოხდის შესახებ წაახალისა საქართველოს სახელმწიფოსა და ერთიანობის წინააღმდეგ მოქმედი ძალები - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ყველა აუცილებელ შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

როგორც კოალიციის მიმართვაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილისა და ედუარდ კოკოითის ერთობლივი პოზიცია წარმოადგენს კრემლში დაწერილი სცენარის ნაწილს და არის ქვეყნის ინტერესების ღალატის გაცხადებული აქტი.

„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" გმობს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის და სეპარატისტი კოკოითის ერთობლივ პოზიციას, რომელიც წარმოადგენს კრემლში დაწერილი სცენარის ნაწილს და არის ქვეყნის ინტერესების ღალატის გაცხადებული აქტი!

სწორედ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ბოდიშის მოხდის შესახებ წაახალისა საქართველოს სახელმწიფოსა და ერთიანობის წინააღმდეგ მოქმედი ძალები.

საქართველო არის ერთიანი სახელმწიფო, რომლის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ხოლო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ამ პოლიტიკის აღსრულების მნიშვნელოვანი მონაწილეები.

ბიძინა ივანიშვილი ემსახურება რუსეთს!

სწორედ რუსული გეგმის გამხმოვანებელია ბიძინა და თავისი გუნდი და ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ იგივე რუსული ნარატივი გაჟღერდა დღეს სეპარატისტი ლიდერის, კოკოითის მხრიდან.

"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩენის გამო ყიდის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ღიად აცხადებს. მათ მიერ გამოცხადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროება სწორედ ამას გულისხმობს და ეს აღარავისთვის არ არის საიდუმლო.

"ქართულ ოცნებას" მოუწევს ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს ამ სამარცხვინო, რუსული განცხადებების გამო. ბოდიში მოსახდელი აქვს არა ქართველ ხალხს, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების მოღალატეებს. ბიძინა ივანიშვილი 27 ოქტომბერს გაიქცევა მოსკოვში!

26 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებს ძალა, რომელიც ემსახურება საქართველოს.

სწორედ ევროპული და განვითარებული საქართველო არის გზა ქვეყნის გამთლიანებისა.

საქართველო განთავისუფლდება რუსული ზეგავლენისგან და გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ესაა ის, რასაც "ძლიერი საქართველო", ნომერი 9, ჰპირდება ქართველ ხალხს“, - ნათქვამია „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე