თინა ბოკუჩავა - ყოველ ახალშობილზე ოჯახები ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან მიიღებენ - პირველ შვილზე 500, მეორე შვილზე - 1000 და მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 1500 ლარის მხარდაჭერას

ყოველ ახალშობილზე ოჯახები ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან მიიღებენ - პირველ შვილზე 500 ლარს, მეორე შვილზე 1000 ლარს და მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 1500 ლარის მხარდაჭერას. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი საპროგრამო პრიორიტეტი ასევე იქნება უფასო სასკოლო კვების დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავამ და თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ ღონისძიება სახელწოდებით - „ერთიანობა - ძლიერი ოჯახისთვის!“ გამართეს.

„გუშინ დაიწყო სასწავლო წელი და ვიმყოფებოდი წალენჯიხაში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დანერგა უფასო სასკოლო კვება.

უფასო სასკოლო კვების დანერგვა მთელი საქართველოს მასშტაბით, არის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი საპროგრამო პრიორიტეტი, რადგან დღეს მდგომარეობა უკიდურესად საგანგაშოა. ბავშვთა შიმშილი საქართველოში უნდა დასრულდეს!

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.

სამი შვილის დედამ, ძალიან კარგად ვიცი, რამხელა ფინანსური ტვირთია ბავშვის დაბადება ოჯახისთვის.

უსახსრობის გამო, ოჯახებს ბავშვის დაბადების აღარ უნდა ეშინოდეთ. არ უნდა ეშინოდეთ, ექნებათ თუ არა ელემენტარული საკვები ბავშვებს. არ უნდა ეშინოდეთ, უყიდიან თუ არა ერთ სათამაშოს მაინც ბავშვს.

ყოველ ახალშობილზე ოჯახები ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან მიიღებენ - პირველ შვილზე 500 ლარს, მეორე შვილზე 1000 ლარს და მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 1500 ლარის მხარდაჭერას.

ვიმეორებ: ყოველ ახალშობილზე ოჯახები ყოველთვიურად 1 წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან მიიღებენ - პირველ შვილზე 500 ლარს, მეორე შვილზე 1000 ლარს და მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 1500 ლარის მხარდაჭერას.

ჩვენ ასევე დიდ რესურსებს ჩავდებთ საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურაში, რათა ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი სკოლამდელი განათლებით და სათანადო კვებით საბავშვო ბაღში.

ევროკავშირში ბავშვების 95% დადის საბავშვო ბაღში. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მდგარ საქართველოში ამ მაჩვენებელს მივაღწევთ.

დღესდღეობით, როგორც ირაკლიმ აღნიშნა, განსაკუთრებით რეგიონებში, საბავშვო ბაღების დანაკლისია, რაც ბავშვებს აკლებს სკოლისთვის მომზადებას და რის გამოც ქალებს ეზღუდებათ დასაქმებისა და თვითრეალიზაციის შანსი.

საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა არის ინვესტიცია ბავშვებში, ინვესტიცია მომავალში და, იმავდროულად, ინვესტიცია ეკონომიკაში, რადგან გვინდა დასაქმება ქალებისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საპროგრამო პრიორიტეტი ასევე იქნება უფასო სასკოლო კვების დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვთა შიმშილი, რაც თავისთავად ტრაგედიაა, ასევე პირდაპირ მოქმედებს განათლების ხარისხზე. მშიერი ბავშვს მასწავლებელს ვერ უსმენს.

თქვენ იცით, რომ წალენჯიხაში უფასო სასკოლო კვების პროგრამას უკვე ვახორციელებთ ადგილობრივი ბიუჯეტით და თუ ეს შესაძლებელია წალენჯიხის მუნიციპალური ბიუჯეტით, ეს შესაძლებელია მთელი საქართველოსთვის.

საქართველოში 600 000-მდე მოსწავლეა. თითოეული მოსწავლის სასკოლო კვებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ ხელისუფლების ცვლილებიდან უმოკლეს ვადებში გადავდგამთ.

საქართველოში ოჯახებს ბავშვის დაბადების არ უნდა ეშინოდეთ.

საქართველოში ახალშობილი არ უნდა შიმშილობდეს, ბაღში ბავშვს არ უნდა შიოდეს, სკოლაში ბავშვს არ უნდა შიოდეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა