მედია - “ჰეზბოლას” ათასობით მებრძოლს პირადი პეიჯერები ერთდროულად აუფეთქდათ - “ჰეზბოლა” მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება

“ჰეზბოლას” ათასობით მებრძოლს პირადი პეიჯერები ერთდროულად აუფეთქდათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები Reuters, The Times of Israel და The Wall Street Journal ავრცელებენ.

წინასწარი ინფორმაციით, ბეირუთსა და ლიბანის სხვა ქალაქებში ტერორისტული გაჯგუფება “ჰეზბოლას” ათასობით მებრძოლმა ჭრილობები მიიღო მას შემდეგ, რაც მათ პირადი პეიჯერები აუფეთქდათ, რომლებსაც ერთმანეთთან კავშირისთვის იყენებდნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, “ჰეზბოლას” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც გამოცემას ანონიმურად ესაუბრა, პეიჯერების აფეთქებას “უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარღვევა” დაარქვა ისრაელთან გასულ ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის პერიოდში.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პეიჯერების აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2800 დაიჭრა, მათ შორის 200 სერიოზული დაზიანებები აღენიშნება.

ტერორისტული დაჯგუფება “ჰეზბოლა” მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში პეიჯერების აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება, “იქიდან, საიდანაც მტერი ელის და იქიდან, საიდანაც მტერი არ ელის”.

მედიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში “ჰეზბოლას” მებრძოლებს მობილური ტელეფონებით სარგებლობა აუკრძალეს და, ნაცვლად, კავშირის მოძველებული საშუალებებით სარგებლობა ურჩიეს, როგორებიცაა სტაციონალური ტელეფონები და პეიჯერები.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს