ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი - ისრაელმა „ჰეზბოლას“ ტაივანში წარმოებულ პეიჯერებში ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩადო

ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა „მოსადმა“ ტაივანში წარმოებულ 5 000 პეიჯერში, რომელიც „ჰეზბოლამ“ აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე შეუკვეთა, ასაფეთქებელი ნივთიერება ჩადო, - ამის შესახებ ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა.

წყაროს ცნობით, „ჰეზბოლამ“ ტაივანური Gold Apollo-ს მიერ დამზადებული 5 000 პეიჯერი შეუკვეთა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე წლის დასაწყისში შეიტანეს.

ლიბანელი მაღალჩინოსნის თქმით, რომლის ვინაობასაც Reuters-ი არ ასაჯაროებს, ისრაელის ჯაშუშურმა სამსახურმა მოწყობილობები "წარმოების დონეზე" შეცვალა.

"მოსადმა მოწყობილობაში ჩაუშვა დაფა ასაფეთქებელი მასალით, რომელიც იღებს კოდს. ძალიან რთულია მისი აღმოჩენა ნებისმიერი საშუალებით. თუნდაც ნებისმიერი მოწყობილობით ან სკანერით“, - აღნიშნა წყარომ სააგენტოსთან საუბარში.

მისი თქმით, პეიჯერებიდან 3 000 აფეთქდა, როდესაც მათ კოდირებული შეტყობინება გაუგზავნეს, რის შედეგადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ერთდროულად გააქტიურდა. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ჰეზბოლას” ათასობით მებრძოლს პირადი პეიჯერები ერთდროულად აუფეთქდა.

ლიბანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, პეიჯერების აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 3 000-მდე დაიჭრა, მათ შორის 200 სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არის ბეირუთში ირანის ელჩი. ტერორისტული დაჯგუფება “ჰეზბოლა” მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში პეიჯერების აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე