აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო, საიდანაც 244 699 ბავშვია

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია.

სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოს თვის მონაცემებით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 226 721 ადამიანი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, საარსებო შემწეობა 439 394-მა პირმა მიიღო, შესაბამისად, ამ პერიოდიდან, ფულადი დახმარების მიმღებ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 14 718-ით გაიზარდა.

ამასთან, იანვრის თვის მონაცემებით, სოციალური შემწეობა 16 წლამდე ასაკის 231 208 ბავშვმა მიიღო.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა