პარლამენტმა „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტი საქართველოსა და ბელგიის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

„შეთანხმება რატიფიცირებისთვის დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პლენარულ სხდომაზე წარუდგინა.

შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების წინააღმდეგ როგორიცაა ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი, პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სხეულის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაულები, ნარკოდანაშაული, ადამიანებით ვაჭრობა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია, ფულის გათეთრება, კორუფცია, კიბერდანაშაული და სხვა.

„საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას ხელი 2024 წლის 2 მაისს ბრიუსელში მოეწერა.

შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები და მემორანდუმები უკვე 35 სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის