ჯოზეფ ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი გაიწვიოს, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან უფრო შორს გადაჰყავს

მოვუწოდებ საქართველოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი გაიწვიოს,- ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებას.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, რომლებიც ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს ეს კანონი გაიწვიოს, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან უფრო შორს გადაჰყავს“, - წერს ჯოზეფ ბორელი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს