ლევან ხაბეიშვილი - ყველა პირველ ახალშობილზე თვეში იქნება 500 ლარი, მეორე შვილზე სახელმწიფო გადაიხდის 1000 ლარს, ყოველ  მესამე ბავშვზე - ოჯახს ყოველთვიურად დავეხმარებით 1500 ლარით

ევროკავშირში შესვლის პარალელურად, ჩვენ ვპირდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომ უფასო კვებას მიიღებს 580 000 ბავშვი, ყველა პირველ ახალშობილზე თვეში იქნება 500 ლარი, ყოველ მეორე შვილზე სახელმწიფო გადაიხდის 1000 ლარს ოჯახისთვის, ყოველ მესამე ბავშვზე ოჯახს ყოველთვიურად დავეხმარებით 1500 ლარით, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას კეთილდღეობას ჰპირდება.

„საქართველოში მნიშვნელოვანია იყოს ძლიერი ოჯახები, მეუღლეები არ უნდა იყვნენ დაშორებულები ათი ათასობით კილომეტრით. დედა, მამა უნდა ცხოვრობდეს ერთად თავის შვილებთან ერთად, ბებია-ბაბუა არ უნდა იყოს გადახვეწილი და ოჯახებს ერთმანეთის მონატრებაში სული არ უნდა ძვრებოდეს, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ყოველდღიურ რეჟიმად გვიქცია. ამიტომ, ჩვენ ვპირდებით კეთილდღეობას მოსახლეობას. ეს დაპირებები გავაცანით ოჯახს, რომლისთვისაც თითოეული ეს დაპირება არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ამ ოჯახში არის 3 შვილი, არის ძალიან ბევრი ემიგრანტი და მათ სოციალურად, ეკონომიკურად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პროგრამის შესახებ ისაუბრა მოქალაქემაც.

„ლევან ხაბეიშვილი იყო ჩვენთან ოჯახში და გამაცნო თავისი პროგრამა. პირველი, რაც ძალიან მომეწონა იყო ბავშვების უფასო კვება სკოლაში, მშობლების წახალისება, რომ უფრო მეტი ბავშვი იყოს ოჯახში და ოჯახის წევრები იყვნენ სახლში და არა ემიგრაციაში. ბავშვის სკოლაში მიყვანა დამიჯდა 700 ლარი, მეორე და მესამე ბაღში გავუშვი და ეგ დამიჯდა ცალ-ცალკე 600 ლარი დაახლოებით. ეს თანხა ბანკიდან გამოვიტანე, რადგან ყიდვის შესაძლებლობა არ მქონდა“, - განაცხადა მოქალაქემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში