სოფო ჯაფარიძე - გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი ქალაქი იქნება საცობების გარეშე

ეს არის პროექტი, რომელსაც ჩვენი ქალაქი საცობებისგან და ეკოლოგიური კატასტროფისგან უნდა ეხსნა - ეს არის პროექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და დანაშაულებრივად ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძე განაცხადა, რითაც თბილისის შემოვლითი რკინიგზის შეჩერებულ მშენებლობას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ დედაქალაქში საცობები აღარ იქნება.

„ეს არის პროექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულებრივად გააჩერა. ეს არის პროექტი, რომელსაც ჩვენი ქალაქი საცობებისგან უნდა ეხსნა, ასევე, თბილისის ეკოლოგიური კატასტროფისგან უნდა ეხსნა. ახლა, როცა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ, ათასობით ადამიანი საცობშია, სწავლა დაიწყო და ჩვენი შვილები საცობებში ატარებენ დროს. მე, როგორც სამი შვილის დედას, შვილების ბევრ აქტივობაზე მომიწია უარის თქმა, რადგან ამ ქალაქში გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მაგრამ გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი ქალაქი იქნება საცობების გარეშე, უსაფრთხო ჩვენი შვილებისთვის, ნამდვილი ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი. დიახ, ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ჩვენ ვირჩევთ ქალაქს საცობების გარეშე და, რაც მთავარია, ჩვენ ვირჩევთ ეკოლოგიურად სუფთა ქალაქს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე