გიორგი ბარამიძე - ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებული განცხადება არის პუტინის დავალება, რომელიც მან ჯერ კიდევ 2012 წლამდე მიიღო - ივანიშვილმა და მისმა პატრონებმა კრემლში იციან, რომ ეს მოღალატური ბანდა არჩევნებს აგებს

ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებული განცხადება არის პუტინს დავალება, რომელიც მან ჯერ კიდევ 2012 წლამდე მიიღო, უნდა შეასრულოს ბოლომდე, სანამ ხელისუფლებაშია. სწორედ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას ის, რაც სჭირდება პუტინს, რადგან შეცვალოს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, სადაც დადგინდა, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პატრონებმა კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს მოღალატური ბანდა ამ არჩევნებს აგებს“.

„გორში ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული განცხადება მოღალატეობრივი იყო. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პატრონებმა კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს მოღალატური ბანდა ამ არჩევნებს აგებს, ამიტომ მან ის დავალება, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლამდე მიიღო პუტინისგან, უნდა შეასრულოს ბოლომდე, სანამ ხელისუფლებაშია. სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას ის, რაც სჭირდება პუტინს, რადგან მან თავიდან ბოლომდე შეეცადოს გადაწეროს, არა მარტო საქართველოს ისტორია, არამედ შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ჰააგის და სტრასბურგის სასამართლომ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიიღო და სადაც დადგინდა, რომ რუსეთი არის აგრესორი და არა საქართველო ომის დამწყები, ასევე, სადაც დადგინდა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მან განახორციელა ეთნიკური წმენდა, ეს უნდა გადაატრიალოს თავდაყირა. პუტინს სურს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა და მას საერთაშორისო სასამართლოს წინაშე ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს, მას ასევე სურს, რომ პუტინმა თავიდან აიცილოს ის ფინანსური სანქციები, რომლის გადახდა მას ქართული საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის მოუწევს, რაც მან განახორციელა 2008 წელს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში