ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც თავის თანამემამულეებს გმირებად, ხოლო ოსებს მკვლელებად თვლის, საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის დამახინჯებულად გაგებაა

ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც თავის თანამემამულეებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას ებრძოდნენ, გმირებად, ხოლო ოსებს, რომლებიც თავიანთ მიწას იცავდნენ, მკვლელებად თვლის, სრულად შეესაბამება საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის დამახინჯებულ გაგებას, - ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში, მმართველი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის გამო, ოსი ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობის შესახებ, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადება მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამის გაკეთებას არავინ აპირებს. ამის გამო უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც თავის თანამემამულეებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას ებრძოდნენ, გმირებად, ხოლო ოსებს, რომლებიც თავიანთ მიწას იცავდნენ, მკვლელებად თვლის, სრულად შეესაბამება საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის დამახინჯებულ გაგებას“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში „ქართულ-ოსური ურთიერთობების თემა, ასე თუ ისე, შიდაპოლიტიკურ წინასაარჩევნო ბრძოლაში იქნება გამოყენებული“ და ე.წ. უწყება თბილისს მოუწოდებს, რომ „რეალური ნაბიჯი გადადგას, რომელიც კეთილ ზრახვებს დაადასტურებს“ და ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებს ხელი მოაწეროს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული ცხინვალის განვითარების პოლიტიკური ვექტორი „ისტორიულად გაცნობიერებული არჩევანია, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირული და ინტეგრაციული კავშირების ყოვლისმომცველი გაძლიერების აუცილებლობით არის განპირობებული, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია და რომლის ტერიტორიაზე გაყოფილი ოსი ხალხის უმრავლესობა ცხოვრობს“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია