რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ან ევროკავშირს რით უნდა დაემუქროს? - ემუქრება იმით, რომ საქართველოს, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი, რუსეთისკენ წაიყვანს და ჩააბარებს - „ქართულმა ოცნებამ“ ადეკვატურობა დაკარგა!

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ან ევროკავშირს რით უნდა დაემუქროს? - ემუქრება იმით, რომ საქართველოს, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი, რუსეთისკენ წაიყვანს და რუსეთს ჩააბარებს - „ქართულმა ოცნებამ“ ადეკვატურობა დაკარგა! - ასე ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი რომან გოცირიძე პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას

გოცირიძის შეფასებით, პრემიერის გუშინდელი განცხადება დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივია.

გოცირიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა.

„პრემიერ-მინისტრი აშშ-ს ელჩს ფაქტობრივად იმით დაემუქრა, რომ თუ დასავლეთი ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერას გააგრძელებს, თურმე ეს წითელი ხაზი იქნება - მერე გვიყურეთ, ჩვენ რას ვიზამთო! რა უნდა ქნან, ამ მართლა გოიმებმა?!

დასავლეთს ფაქტობრივად იმას ეუბნებიან, რომ ქვეყანას რუსეთისკენ წაიყვანენ. იმუქრებიან საქართველოს რუსეთის გუბერნიით გადაქცევით - რა უნდა იყოს ამაზე დიდი დანაშაული?!

ეს კაცი ქვეყანას გველეშაპივით მოაჯდა, მძევლად ჰყავს აყვანილი და აშშ-სა და ევროპას ეუბნება, რომ თუ მის ხუშტურებს არ დააკმაყოფილებენ, ქვეყანას რუსეთში წაიყვანს. ეს არის ქვეყნის ბედით და მომავლით შანტაჟი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

17 სექტემბერს ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით (აშშ-ის მიერ საქართველოს პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებით) ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს