ლადო პაპავა - სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების აღსრულების წესში გასულ წელს შეტანილი ცვლილება საერთაშორისო სანქციების მოქმედებას ეჭვქვეშ არ აყენებს

საქართველოს საბანკო სისტემა მკაცრად იცავს სანქციებს და აქედან გამომდინარე არ ყოფილა რაიმე პრეცედენტი, თუნდაც რაიმე შეცდომა ან გადაცდომა დაშვებული ამ კუთხით, - აცხადებს აკადემიკოსი ლადო პაპავა.

მისი თქმით, თუ რაიმე საფრთხე შეიქმნება, ამაზე რეაქცია ექნებათ როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს, მეგობარ სახელმწიფოებს.

„აქამდე ასე მოვედით და მჯერა, რომ მომავალშიც საქართველო ერთგული დარჩება იმ სანქციების, რომლის არდარღვევის ვალდებულებაც აქვს. რაიმე პრობლემა საბანკო სისტემასა და ეროვნულ ვალუტას არ ემუქრება. წმინდა მაკროეკონომიკური საფუძვლები ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით არის მხოლოდ და მხოლოდ მისი სტაბილურობის გარანტი და საბანკო სისტემა არის საკმაოდ ჯანსაღი“, - განაცხადა ლადო პაპავამ.

ამასთან, აკადემიკოსი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმების აღსრულების წესში გასულ წელს შეტანილი ცვლილება არ არის საფრთხის შემცველი და საერთაშორისო სანქციების მოქმედებას ეჭვის ქვეშ არ აყენებს.

„მთავარი არის ის, რომ როდესაც ეს წესი იყო მიღებული ეროვნული ბანკის მიერ, ამას არ მოჰყოლია რაიმე რეაქცია არც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, არც საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან.

ეს წესი რომ ყოფილიყო სანქციების დამრღვევი, რა თქმა უნდა, ამაზე აუცილებლად იქნებოდა სათანადო რეაგირება“, - აღნიშნავს ლადო პაპავა.

აკადემიკოსი ასევე განმარტავს, რომ სანქციების დაწესება არ ნიშნავს მის ავტომატურად გავრცელებას ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე, „მაგალითად ევროკავშირში, ასევე მის წევრ სახელმწიფოებში საკანონმდებლო დონეზე არსებობს სანქციების ცნობის და აღსრულების მექანიზმი, რომლითაც განსაზღვრულია მისი აღმასრულებელი ორგანო, გამონაკლისები და აღსრულების ფორმები, ასევე, პასუხისმგებლობები“.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს