ირაკლი კირცხალია სანქციებზე - რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად ანტიდემოკრატიული, რაც ამ ქმედებით გამოჩნდა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოსგან, როგორ შეიძლება მეგობარი ქვეყნის უმაღლესი სტრუქტურის წარმომადგენლები სრულიად უაპელაციოდ დაასანქცირო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

ირაკლი კირცხალია ანტიდემოკრატიულს უწოდებს და ბატონყმურ დამოკიდებულებად თვლის აშშ-ს მხრიდან პოლიციელებისთვის სანქციების დაწესებას.

მისივე თქმით, პრემიერის და მმართველი გუნდის მხრიდან უმაღლეს დონეზე გაკეთდა განცხადებები აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ, თუმცა ასეთი ქმედებები და განცხადებები არ ემსახურება გადატვირთვის პოლიტიკას.

„რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად ანტიდემოკრატიული, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი ბატონყმური დამოკიდებულების ამსახველი, სამწუხაროდ, რაც ამ ქმედებით გამოჩნდა და გამომჟღავნდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოსგან. როგორ შეიძლება შენი პარტნიორი მეგობარი ქვეყნის მოქალაქეს, განსაკუთრებით, ხაზი მინდა გავუსვა, ძალოვანი, უმაღლესი სტრუქტურის წარმომადგენლები დაასანქცირო სრულიად უაპელაციოდ, ნებისმიერი ახსნა განმარტების, ფაქტების და მოცემულობის გარეშე.

უმაღლეს დონეზე ბატონმა პრემიერმაც და არა მხოლოდ, გავაკეთეთ განცხადებები, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა მზად არის ურთიერთობის გადატვირთვისთვის, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებები, ასეთი ქმედებები და განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ ნამდვილად არ ემსახურება გადატვირთვის პოლიტიკას და ნამდვილად არ ემსახურება მათგან გადადგმულ არცერთ ნაბიჯს ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე