საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს, გერმანელ არქიტექტორებთან ერთად, ახალი საერთაშორისო პროექტით იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს, გერმანელ არქიტექტორებთან ერთად, ახალი საერთაშორისო პროექტით - „Frank Buken/ ფრანკ ბუკენ ერთად“ იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საერთაშორისო პროექტი - „Frank Buken/ ფრანკ ბუკენ ერთად“ თბილისში, წერეთლის გამზირის მიმდებარე არეალის ურბანულ კვლევას მოიცავს და მასში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი სტუდენტები ჩაერთვებიან.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის თქმით, სამივე საფეხურის სტუდენტები უკვე ემზადებიან მსოფლიო არქიტექტურის დღესთან დაკავშირებით სტუდენტური ნამუშევრების გამოფენისთვის, თემაზე - „Empowering the Next Generation in Participatory Urban Design“.

პროფესორ ნინო იმნაძის განცხადებით, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფორუმში - „SHARE International Architecture and Technology Forum in Tbilisi“.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ახორციელებს სამ საბაკალავრო, ერთ სამაგისტრო და ორ სადოქტორო პროგრამას. 2024 - 2025 სასწავლო წლისთვის სწავლების სხვადასხვა საფეხურზე მივიღეთ 220 სტუდენტი. მათ შორის, საბაკალავრო ქართულენოვანი პროგრამაზე - „არქიტექტურა“ 180 სტუდენტი; საბაკალავრო რუსულენოვანი პროგრამაზე - „არქიტექტურა“ - 15; საბაკალავრო პროგრამაზე - „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები" - 25; სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „არქიტექტურა" 60 სტუდენტი; სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე - „არქიტექტურა" - 9, ხოლო 15 სტუდენტზე მეტი მივიღეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე. როგორც წინა წლებში, წელსაც სრული შევსება გვაქვს. უნივერსიტეტი და ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო სასწავლო, სამეცნიერო პროცესს, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, ვორქშოფებში და კონკურსებში, როგორიცაა: საერთაშორისო კონკური „არქიტექტურული პრემია 2024", ნომინაცია - "წლის საუკეთესო სტუდენტური პროექტი". კონკურსის ორგანიზატორებია "საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია" და ჟურნალი "სტილი"; საერთაშორისო კონკურსი - „2024 წლის საუკეთესო სამაგისტრო დამამთავრებელი პროექტის დათვალიერება“, ნომინაციებით: ქალაქგეგმარება, მოცულობითი არქიტექტურა, გარემოს დიზაინი, შენობათა რესტავრაცია - რეკონსტრუქცია. ამ ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს არქიტექტორთა კავშირი და სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს“, - აცხადებს ნინო იმნაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა დაასრულეს არქიტექტურული პროექტი ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, რაც ყოფილი ტყავ-გალანტერიის ქარხნის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას მოიცავდა. პროექტის გამარჯვებულს 26 სექტემბერს დააჯილდოებენ. ასევე, ფაკულტეტს დაგეგმილი აქვს სასწავლო კურსის საპროექტო დავალებებთან მიბმული გასვლითი შემეცნებით-პრაქტიკული ვიზიტები საქართველოს რეგიონებში: კახეთში, იმერეთსა და ქართლში.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა