საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვიშის ფრენბურთის სპორტულმა წყვილმა „კორტის მეფეები - 2024“ მოიგო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტსმენებმა აჭარის ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირის - „კორტების მეფეები“, ოქროს გვირგვინი მოიპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მითივე ცნობით, ბათუმის ქვიშის მოედანზე დასრულდა ტურნირი ფრენბურთში - „კორტის მეფეები 2024“, რომლის გამარჯვებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტული წყვილი პეტრე ლობჟანიძის და დანიელ ხეირაბადის შემადგენლობით, გახდა.

როგორც სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობებში და წარმატებულად ასპარეზობენ შიდა თუ საერთაშორისო ტურნირებში.

არჩილ იოსელიანის თქმით, პეტრე ლობჟანიძემ და დანიელ ხეირაბადმა ქალაქ ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე - „კორტის მეფეები 2024“, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 6 ქვეყნის 28 წყვილი, დაძაბულ ფინალურ ბრძოლაში მოახერხეს ზაქაიძე/ქაჩიბაიას წყვილის დამარცხება.

„16 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ვულოცავ პირველკურსელებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და ყველა სტუდენტს წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ უკვე მთელი სასწავლო წლის სპორტული აქტივობები დაგეგმილი გვაქვს. სექტემბრის ბოლოს ჩატარდება სამდღიანი საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფრენბურთში, სადაც იასპარეზებენ 10 ქვეყნის უნივერსიტეტების სპორტული გუნდები”, - აცხადებს არჩილ იოსელიანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს